„ევრონიუსი“ 2008 წელს სოჭში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ვლადიმერ პუტინი და ჯორჯ ბუში ცეკვავენ [ვიდეო]

ტელეკომპანია „ევრონიუსი“ 2008 წელს სოჭში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცეკვავენ.

ვიდეომასალა ცოტა ხნის წინ თავად კრემლმა გაავრცელა. მასალა პუტინის მმართველობის 20-წლისთავს ეხებოდა.

„ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ ჯორჯ ბუში პუტინს ნატო-ბუქარესტის სამიტის შემდეგ სტუმრობდა. სწორედ ამ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობოდა, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა.