ჯონ მაკკეინმა ტვინის სიმსივნის მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ტვინის სიმსივნის მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ სენატორის ოჯახმა განაცხადა.
ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.
„დაავადების პროგრესმა და ასაკის მატებამ თავისი ვერდიქტი გამოიტანა. თავისი ჩვეული ნების სიმტკიცით, მან გააკეთა არჩევანი, რომ მკურნალობა შეწყვიტოს“, – ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის ოჯახის განცხადებაში.
სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახი ყველა მის გულშემატკივარს მადლობას უხდის თანადგომისთვის.
გამოცემა News York Times-ის ცნობით, არიზონელი სენატორი ჯონ მაკკეინი ვაშინგტონში 2017 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ იმყოფება.
სენატორის ოჯახის წევრები მის სახლში, არიზონაში არიან შეკრებილები. დაახლოებული პირები ამბობენ, რომ სენატორის მდგომარეობა მძიმეა.