დონალდ ტრამპი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

06:53, 26.08.2018

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

ტრამპი უსამძიმრებს მაკკეინის ოჯახს. „ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა“, – მიმართავს მათ.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.

https://twitter.com/realDonaldTrump/status/1033515425336885248

მსგავსი