ამერიკელმა ჩოგბურთელმა ჯონ ისნერმა კვლავ ყველაზე მეტი ეისი შეასრულა სეზონის განმავლობაში. მის ანგარიშზე 2018 წელს 1213 ეისი მოდის.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გავიდა სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი, რომელსაც ამერიკელამდე 131 ეისი დააკლდა,
ისნერი კარიერაში მეექვსედ და ზედიზედ მეოთხედ გახდა სეზონის ლიდერი ეისების რაოდენობით.
წელს, მან ჰიუსტონის ტურნირზე კარიერაში 10 ათასი ეისის ზღვარს მიაღწია. ისტორიაში ასეთი რამ კიდევ სამ ჩოგბურთელს გაუკეთებია.