ჯონ ისნერმა ეისების რაოდენობით კარიერაში პროფესიული ტურის ახალი რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ჯონ ისნერმა ეისების რაოდენობით კარიერაში პროფესიული ტურის ახალი რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ამერიკელმა ჩოგბურთელმა ჯონ ისნერმა პროფესიული ტურის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა კარიერის განმავლობაში შესრულებული ეისების რაოდენობით.

უიმბლდონის მესამე წრეში ისნერმა 24 ეისი შეასრულა იტალიელი იანიკ სინერის წინააღმდეგ მატჩში. ამ შეხვედრაში ამერიკელის რიგით მეხუთე ეისი 13729-ე გახდა კარიერაში, რითაც მან გაუსწრო წინა რეკორდსმენს, ხორვატ ივო კარლოვიჩს (13728 ეისი კარიერაში).

37 წლის ჯონ ისნერი რეიტინგში 24-ე ნომერია. მას კარიერაში 16 ტიტული აქვს მოგებული.

სინერთან მატჩი ამერიკელმა სამ სეტში წაააგო – 4:6, 6:7(4), 3:6.