2020 წლის სეზონში ყველაზე მეტი ეისი რაიონიჩს ჰქონდა, ორმაგი შეცდომა - ზვერევს
2020 წლის სეზონში ყველაზე მეტი ეისი რაიონიჩს ჰქონდა, ორმაგი შეცდომა - ზვერევს

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2020 წლის სეზონის რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა.

მაგალითად, განვლილ სეზონში ყველაზე მეტი ეისი კანადელმა მილოშ რაონიჩმა ჩააწოდა – 529. მეორე იყო ამერიკელი ჯონ ისნერი – 412, მესამე ადგილზე გავიდა რუსი ანდრეი რუბლიოვი 411 ეისით.

ორმაგი შეცდომების რაოდენობით ლიდერია გერმანელი ალექსანდრ ზვერევი. მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა 211 ასეთი შეცდომა დაუშვა, რამაც საშუალოდ მატჩში 5.7 შეადგინა.

კანადელი დენის შაპოვალოვი ამ მაჩვენებლით მეორეა – 189 ორმაგი (5.9 მატჩში). სამეულშია მისი თანამემამულე ფელიქს ოჟე-ალიასიმი – 175 ორმაგი (4.2 მატჩში).

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით ლიდერი ორი მოთამაშე გახდა – მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუბლივი (41-41 მოგება). შემდეგ მოდის ბერძენი სტეფანოს ციციპასი 29 მოგებული მატჩით.