„დააპატიმრეთ ეს ლუზერი ანარქისტები“ - ისნერმა აშშ-ში რადიკალური პროტესტი დაგმო
„დააპატიმრეთ ეს ლუზერი ანარქისტები“ - ისნერმა აშშ-ში რადიკალური პროტესტი დაგმო

ამერიკელი ჩოგბურთელი ჯონ ისნერი აღშფოთებულია პროტესტანტების მოქმედებით, რომლებიც აშშ-ის ქუჩებში გავიდნენ პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო.

35 წლის ისნერმა „ტვიტერზე“ განათავსა ვიდეო, რომელშიც ჩანს – როგორ იწვის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლმოკიდებული ეკლესია. ჩოგბურთელმა ვიდეოს მიაწერა: „წმინდა იოანეს ეკლესია – ისტორიული ღირსშესანიშნაობა, რომელიც 205 წლისაა. განკურნების ადგილი. უბრალოდ სამარცხვინოა. დააპატიმრეთ ეს ლუზერი ანარქისტები“.

ისნერს შეუტიეს აღშფოთებულმა ხელმომწერებმა, რომლებიც მხარს უჭერენ პროტესტს. ჩოგბურთელს თავის პოზიციის ახსნა მოუწია:

„თქვენ არასწორად გაიგეთ. მე არანაკლებ აღშფოთებული ვარ ფლოიდის სიკვდილით, მაგრამ ასევე ვბრაზდები იმაზე, რომ არეულობები შეურაცხყოფს იმათ ხსოვნას, რომლებიც საშინელი სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ. მცირე ადგილობრივი კომპანიები დაზარალდნენ კორონავირუსის გამო, ახლა კი პატარა კომპანიები პროტესტების გამო ზარალდებიან.

როგორ დაეხმარება ეს ჯორჯ ფლოიდისთვის სამართლიანობის პოვნას? ეს შეურაცხყოფს კარგ ადამიანებს. მშვიდობიან პროტესტებს ახშობს ეს ქაოსი. ნუთუ შეიძლება ამ ყველაფრით არ იყო აღშფოთებული?!“

რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, მინეაპოლისში პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო.