ისნერი ტრამვის გამო „როლან გაროსს“ გამოტოვებს
ისნერი ტრამვის გამო „როლან გაროსს“ გამოტოვებს

ამერიკელი ჩოგბურთელი ჯო ისნერი საფრანგეთის ღია ჩემპიონატს გამოტოვებს. 34 წლის გიგანტმა მარტის ბოლოს ფეხის ტრამვა მიიღო და მას მერე ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა.

„მე იძულებული ვარ, მოვიხსნა „როლან გაროსიდან“. მინდა საბოლოოდ მოვირჩინო ფეხის ტრამვა, რომელიც მაიამის ტურნირზე მივიღე. ხშირად არ მიწევს დიდი სლემის ტურნირების გამოტოვება. იმედი მაქვს, უიმბლდონზე შევხვდებით“, – დაწერა ისნერმა საკუთარ ტვიტერზე.

ამ მომენტისთვის ამერიკელი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მე-11 ჩოგანია.