ჯონ ისნერი ავსტრალიის ღიას გამოტოვებს
ჯონ ისნერი ავსტრალიის ღიას გამოტოვებს

ამერიკელი ჩოგბურთელი ჯონ ისნერი წელს არ ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობაზე, – იტყობინება სააგენტო AP.

35 წლის ისნერმა ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც სამშაბათს, დელრეი ბიჩის ტურნირზე ამერიკელ სებასტიან კორდასთან მეოთხედფინალში წააგო.

მსოფლიოს 25-ე ჩოგანს ორი პატარა შვილი ჰყავს და მას სურდა ავსტრალიაში მთელი ოჯახით გამგზავრებულიყო, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია კორონავირუსის პანდემიის გამო.

ამასთან დაკავშირებით, ისნერმა გადაწყვიტა ავსტრალიის ღიას გამოტოვება, რომელიც 8-21 თებერვალს გაიმართება.