ავსტრალიის ღია IV დღე - მამაკაცთა ტურნირს მერვე ნომერი დაემშვიდობა
ავსტრალიის ღია IV დღე - მამაკაცთა ტურნირს მერვე ნომერი დაემშვიდობა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა ბადეს TOP 10-ის მესამე წარმომადგენელი გამოეთიშა. მსოფლიოს მერვე ჩოგანმა, ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, მარცხი 19 წლის ავსტრალიელ ალექსეი პოპირინთან მატჩში განიცადა.

კლასიფიკაციის 149-ე ნომერმა პირველ ორ სეტში 7:5, 6:4 მოიგო, მეორეში ბრეიკით 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ტიმმა ტრავმის გამო,  თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ 19 წლის დებიუტანტს არც ერთი საკუთარი გეიმი არ წაუგია.

უფრო ადრე, ATP-ის TOP 10-დან ტურნირის ამერიკელი ჯონ ისნერი და სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი გამოეთიშნენ.