მაიამის „მასტერსის“ ფინალში ფედერერი ისნერს შეხვდება
მაიამის „მასტერსის“ ფინალში ფედერერი ისნერს შეხვდება

მაიამიში მიმდინარე „მასტერსი“ სერიის 1000-იანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ჯონ ისნერი დაუპირისპირდებიან. შვეიცარიელმა ნახევარფინალში კანადელი დენის შაპოვალოვი ანგარიშით 6:2 6:4 დაამარცხა, ხოლო მეორე ნახვარფინალში ამერიკელმა გოლიათმა კანადელ 18 წლის ამომავალ არსკვლავთან დიდი ბრძოლა გადაიტანა.ისნერის და ფელიქს ოჟე-ალიასიმის მატჩში ორივე სეტში ტაიბრეიკი გაიმართა და ორივე გამოცდილმა ამერიკელმა მოიგო (7:3, 7:4).

ჯონი და როჯერი ერთმანეთს 2007 წლიდან დღემდე ცხრაჯერ შეხვედრიან, საიდანაც შვიდი მატჩი ფედერერმა მოიგო და ორი ისნერმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მაიამის ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია.

ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შეეცდება წინა მასტერსის ფინალურ მატჩში დომინიკ ტიმთან განცდილი მარცხი დაივიწყოს და მაიამის „მასტერსი“ მოიგოს. ამ შემთხვევაში ის კარიერის 101-ე ტიტულს დაეუფლება.