სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბოლტონი 09:00 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდება. შეხვედრა დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიან, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ბოლტონის ვიზიტს დიდი დატვირთვა აქვს და საუბარი კონკრეტული თემების გარშემო წარიმართება.
სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჯონ ბოლტონი რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვია.