აბუ დაბის საჩვენებელი ტურნირის შემდეგ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დოჰას ოფიციალურ ტურნირზე თამაშიც იუარა.
მიზეზი იდაყვის ტრავმაა, რის გამოც სერბმა აბუ დაბიში გამოსვლა გადაიფიქრა.
„დიდი სლემის” ტურნირების 12-გზის ჩემპიონი დოჰაში უნდა დაბრუნებოდა პროფესიულ ტურს ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, რაც იდაყვის დაზიანებით იყო გამოწვეული.
„სამწუხაროდ, იდაყვთან დაკავშირებით მდგომარეობა არ გამოსწორდა. ტკივილს ისევ ვგრძნობ და ამიტომაც ვერ ვითამაშებ დოჰაში. ჩემს სამედიცინო გუნდთან დისკუსიის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ უნდა განვაგრძოთ ტრავმის მკურნალობა. დავბრუნდები მხოლოდ მაშინ, როცა ასი პროცენტით ვიქნები მზად”, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.