ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში დრეიპერის დახმარებით მოხვდა #1TVSPORT
ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში დრეიპერის დახმარებით მოხვდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი ნომერი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში მაინც მოხვდა.

შეჯიბრებას ბოლო წამს გამოაკლდა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯეკ დრეიპერი და მისი ადგილი ნიკოლოზს ერგო, რადგანაც იგი საკვალიფიკაციოში პირველი განთესვით გახლდათ.

დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში ნიკა პირველ შეხვედრას 21 თებერვალს, ალექსანდრ მიულერის წინააღმდეგ გამართავს.

26 წლის ფრანგი ATP-ის რეიტინგში 173-ე ადგილს იკავებს, ბასილაშვილი კი სიაში 84-ეა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირის კვალიფიკაციის პირველ რაუნდში თურქი ჩემ იკელი 6:3, 7:5 დაამარცხა, ხოლო შემდეგ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლიამ ბროადთან 4:6, 3:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი დოჰას 2021 წლის ტურნირის გამარჯვებულია, შარშან კი ფინალში ესპანელ ბაუტისტააგუტთან დამარცხდა.