ჯოკერის როლს ლეონარდო დიკაპრიოს ნაცვლად ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს, ამის შესახებ ინფორმაციას Vanity fair ავრცელებს.
Warner Bros. ჯოკერის ისტორიაზე ახალ ფილმზე მუშაობას გაზაფხულიდან დაიწყებს. სურათს ლეგენდარული რეჟისორი მარტინ სკორსეზე გადაიღებს, რომელსაც ამ როლზე ლეონარდო დიკაპრიოს ხილვა სურდა.
როგორც გამოცემაშია აღნიშნული, დიკაპრიომ როლზე უარი გადატვირთული გრაფიკის გამო თქვა.
ლეონარდო დიკაპრიო ცოტა ხნის წინ ის Paramount Pictures-მა უოლტერ ისააკსონის წიგნის ეკრანიზაციაში ლეონარდო და ვინჩის როლზე დაამტკიცა. ასევე მსახიობი National Geographic-თან ერთად ამერიკის ასტრონავტიკის ისტორიაზე სერიალის პროდიუსერი იქნება.
2018 წელს ოსკაროსანი მსახიობი თანამშრომლობას გეგმავს ტარანტინოსთან და თავად სკორსეზესთანაც.