ვაშინგტონში, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ აქციაზე მსახიობი ხოაკინ ფენიქსი დააკავეს
ვაშინგტონში, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ აქციაზე მსახიობი ხოაკინ ფენიქსი დააკავეს

ვაშინგტონში, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე მსახიობი ხოაკინ ფენიქსი დააკავეს.

ამერიკული მედიის ცნობით, მასთან ერთად ასევე დაკავებულია მსახიობი მარტინ შინი. სამართალდამცველებმა ისინი მსახიობ ჯეინ ფონდას მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე დააკავეს. სულ აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

82 წლის ჯეინ ფონდა კაპიტოლიუმთან არასანქცირებულ აქციებს უკვე რამდენიმე თვეა, ყოველ პარასკევს მართავს. ის დემონსტრაციაზე რამდეჯერმე დააკავეს.