ჯიმ რიში - შეწუხებული ვარ საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო
ჯიმ რიში - შეწუხებული ვარ საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო შეწუხებულია.

ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე კარენ დონფრიდის მოსმენის დროს განაცხადა.

ჯიმ რიშმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირებში 50-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის ფაქტებზე, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს.

„სულ უფრო მეტად შეწუხებული ვარ საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო. გასულ კვირებში 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს, ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა. რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს. სენატორი შაჰინი იზირებს ჩემს შეშფოთებას ამ კუთხით. ჩვენ არაერთი დისკუსია გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ იმუშავებთ ამ საკითხის საქართველოს მთავრობასთან დასაყენებლად“, – აღნიშნა ჯიმ რიშმა.

მისივე თქმით, „კომიტეტის სხვა წევრებიც იმედგაცრუებულნი არიან იმით, რაც საქართველოში ხდება“.

„სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც არჩევნები იყო. ვფიქრობდით, რომ ეს ახალი დასაწყისი იქნებოდა. ამის შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ვაშინგტონში ჩამოდის სხვადასხვა პარტია. თითოეული მათგანი ცდილობს, დავდგეთ მათი პოლიტიკური მანევრების მხარეს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს. ჩვენ მუმდივად ვეუბნებით მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ, მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი“, – აღნიშნა რიშმა.