ჯიმ რიში – კანონის მიღებით, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით

18:16, 14.05.2024

კანონის მიღებით, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ის არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

„ეს არის სილის გაწვნა იმ ქართველების 80 პროცენტისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უჭერენ მხარს“, – წერს ჯიმ რიში.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით მიიღო.

მსგავსი