ჯიმ რიში - კანონის მიღებით, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით
კანონის მიღებით, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ის არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.
„ეს არის სილის გაწვნა იმ ქართველების 80 პროცენტისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უჭერენ მხარს“, – წერს ჯიმ რიში.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით მიიღო.