ჯიმ რიში - საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაშინება უნდა შეწყდეს, ღია დემოკრატიის პირობებში ყველას უნდა მიეცეს საუბრის საშუალება
ჯიმ რიში - საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაშინება უნდა შეწყდეს, ღია დემოკრატიის პირობებში ყველას უნდა მიეცეს საუბრის საშუალება

შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოში ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობრივი მუქარის სამიზნეები გახდნენ, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ღია დემოკრატიის პირობებში ყველას უნდა მიეცეს საუბრის საშუალება.

„შეშფოთებული ვარ, იმის გამო, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობრივი მუქარის სამიზნეები გახდნენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოში ინიციირებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონს. ღია დემოკრატიის პირობებში ყველას უნდა მიეცეს საუბრის საშუალება. დაშინება უნდა შეწყდეს“, – წერს ჯიმ რიში.