„ჯიბის კაცი“ ლონდონის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია
„ჯიბის კაცი“ ლონდონის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია

„ჯიბის კაცის“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ანიმაციური ფილმი ლონდონის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია.

„ეს ”ჯიბის კაცის” მეთოთხმეტე ჯილდოა. ძალიან მიხარია, ლონდონიდან პრიზი არ გვქონია და ეს პირველია. ძალიან მიხარია, რომ უცხო ქვეყნებშიც ასე მოსწონთ ჩვენი ფილმი“, – აცხადებს პირველ არხთან ფილმის ავტორი ანა ჩუბინიძე.

„ჯიბის კაცი” პირველი ანიმაციური ფილმია, რომელზეც საქართველომ და საფრანგეთმა ერთობლივად იმუშავეს. ფილმი პატარა კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჩემოდანში ცხოვრობს. უსინათლო მოხუცთან შეხვედრის შემდეგ კი იგი მის ჯიბეში აგრძელებს ცხოვრებას. ეს არის ამბავი მეგობრობაზე და ერთმანეთის დახმარებაზე.

ფილმზე ანიმატორი ანა ჩუბინიძე მუშაობდა და ეროვნული კინოცენტრის, ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის და “ნიქოზის” კინოფესტივალის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული გახდა.