ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცი” Hiroshima-ს კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა

18:47, 29.08.2018

Hiroshima-ს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „ჯიბის კაცი” ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.

ფილმი ქართული და ფრანგული ანიმაციური სტუდიების ერთობლივი ნამუშევარია.

ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

მსგავსი