სოფელ ზემო ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სოფელ ზემო ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზში,  1-7 სექტემბერს ანიმაციის ტრადიციული ფესტივალი „ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი” გაიმართება.

სოფელ ზემო ნიქოზში, კონფლიქტის ზონიდან 500 მეტრში ცნობილი და დამწყები ანიმატორები ანიმაციური სკოლის წარმომადგენელები ჩავლენ, ნიქოზელ ბავშვებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  ფესტივალს ჩაატარებენ.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ანიმაციის რეჟისორები საკუთრ ნამუშევრებს წარმოადგენენ და მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.

თანამედროვე შემოქმედების ფესტივალის ისტორია სოფელ ნიქოზში 2011 წელს დაიწყო, ფესტივალს სიმბოლური მისამართი აქვს და საგანმანათლებლო ფუნქციას ატარებს. ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის იდეა წლებია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას და მხატვარ გელა კანდელაკის სახელებს უკავშირდება.