გერმანიის ნაკრებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ჯერომ ბოატენგი ავსტრიის ბუნდესლიგაში ითამაშებს. ის ლასკ-ის წევრი გახდა.
35 წლის მცველთან 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.
ბოატენგის წინა კლუბი იყო „სალერნიტანა“ რომელიც სერია A-დან გავარდა.
ჯერომ ბოატენგი 2011-21 წლებში თამაშობდა „ბაიერნში“, რომელშიც 363 მატჩი ჩაატარა. მიუნხენურ კლუბში ის ცხრაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
გასულ სეზონში ლასკ-მა მესამე ადგილი დაიკავა ავსტრიის ჩემპიონატში და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე ითამაშებს.