იოახიმ ლიოვი ევრო 2020-სთვის გერმანიის ნაკრებში თომას მიულერის დაბრუნებას აპირებს #1TVSPORT
იოახიმ ლიოვი ევრო 2020-სთვის გერმანიის ნაკრებში თომას მიულერის დაბრუნებას აპირებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდს თომას მიულერს აქვს შესაძლებლობა გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ითამაშოს.

გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პირადად დაურეკა მიულერს და შეატყობინა მას, რომ ისევ სურს ეროვნულ გუნდში მისი ხილვა.

2019 წლის მარტში ლიოვმა მიულერს, ჯერომ ბოატენგსა და მატს ჰუმელსს გამოუცხადა, რომ აღარ აპირებს ამ ტრიოს ნაკრებში გამოძახებას. მთავარმა მწვრთნელმა მიიჩნია, რომ ნაკრებს მომავალი პროგრესისთვის გაახალგაზრდავება ესაჭიროება.

იოახიმ ლიოვი ევრო 2020-სთვის საბოლოო განაცხადის დასახელებას 19 მაისს აპირებს.

დატოვე კომენტარი