ბოატენგი „ბაიერნში“ სამედიცინო შემოწმებაზეა #1TVSPORT
ბოატენგი „ბაიერნში“ სამედიცინო შემოწმებაზეა #1TVSPORT

ჯერომ ბოატენგი ახლოს არის „ბაიერნში“ დაბრუნებასთან, – იუწყება Sky Sport Deutschland-ი. გერმანული გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის მცველი მიუნხენურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გადის და, დიდი ალბათობით, კვლავ „ბაიერნის“ მაისურს მოირგებს.

ბოატენგი ბოლოს ფრანგულ „ლიონში“ თამაშობდა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, რაც „ბაიერნს“ საშუალებას მისცემს, გამოცდილი მცველი ხელსაყრელ ფასად შეიძინოს. ხელშეკრულება ფეხბურთელსა და მიუნხენურ კლუბს შორის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გაფორმდება.

ჯერომ ბოატენგმა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა, რომლის ღირსებასაც 2011-2021 წლამდე იცავდა.