„ლიონმა“ ჯერომ ბოატენგი გაიფორმა #1TVSPORT
„ლიონმა“ ჯერომ ბოატენგი გაიფორმა #1TVSPORT

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ჯერომ ბოატენგი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ლიონში“ გადავიდა. მხარეებმა 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს კონტრაქტი, – იტყობინება ფრანგული კლუბის პრესსამსახური.

32 წლის ფეხბურთელი უგუნდოდ იყო მას შემდეგ, რაც კონტრაქტი ამოეწურა „ბაიერნთან“. მიუნხენში გატარებული 10 წლის განმავლობაში, ბოატენგმა 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შესრულა.

https://www.instagram.com/p/CTR5Vi-IH0Z/?utm_source=ig_web_copy_link

დატოვე კომენტარი