„ბაიერნში“ მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის კონფლიქტია #1TVSPORT
„ბაიერნში“ მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის კონფლიქტია #1TVSPORT

ცნობილი გახდა კონფლიქტის მიზეზი „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკსა და კლუბის სპორტულ დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის.

როგორც გაზეთი „ბილდი“ წერს, ფლიკსა და სალიჰამიჯიჩს შორის უთანხმოება ორი თვეა არსებობს.

ამის მიზეზია „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება – არ შესთავაზოს ახალი კონტრაქტი მცველ ჯერომ ბოატენგს. სწორედ ამის გამო ფიქრობს ფლიკი მიუნხენური კლუბიდან წასვლას.

გარდა ამისა, მწვრთნელი აღშფოთებულია იმით, რომ ბოატენგის შესახებ ინფორმაცია მედიაში „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ გავრცელდა.

ამ სეზონში ბოატენგმა ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი