ქართველების დაპირისპირება ავსტრიაში - გიორბელიძის გუნდმა კიტეიშვილის „შტურმი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქართველების დაპირისპირება ავსტრიაში - გიორბელიძის გუნდმა კიტეიშვილის „შტურმი“ დაამარცხა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – გრაცის „შტურმმა“ შინ „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა.

„შტურმის“ შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა ძირითადში კი გურამ გიორბელიძე იყო, რომელიც ბოლო დროს სულ ძირითად შემადგენლობაშია. გიორბელიძემ 42-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების მცველმა გუნდის ძირითდში ადგილი დაიმკვიდრა. ლუკა ლოჩოშვილი კი დისკვალიფიკაციის გამო, „ვოლფსბერგერს“ ვერ ეხმარებოდა.

ანგარიში სტუმრებმა მეორე ტაიმის ბოლოსკენ გახსნეს – „ვოლფსბერგერის“ ნახევარმცველმა, მიხაელ ლენდლმა გრაცელთა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა და „ვოლფსბერგერმა“ 0:1 მოიგო. ამ სამი ქულით, 26 ტურის შემდეგ, გიორბელიძისა და ლოჩოშვილისვოლფსბერგერმა“ 22 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, „შტურმთან“ ჩამორჩენა კი ქულამდე შეამცირა. ოთხეულში მოხვედრა კი, შესაძლოა, ევროსაგზურის გარანტია გახდეს.