ჯენ ფსაკი - აშშ უკრაინას საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობას აწვდის იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს განათავსებს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობას აწვდის იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ქიმიურ, ან ბიოლოგიურ იარაღს განათავსებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ფსაკის თქმით, ეს მიწოდება იმ მიზნით ხორციელდება, რომ შეერთებული შტატებისგან და სხვა ქვეყნებისგან ხდება გაფრთხილება რუსეთის მხრიდან უკრაინაში ასეთი იარაღის შესაძლო განთავსების თაობაზე.
ამასთან, ფსაკის განცხადებით, კრემლი შესაძლოა, გეგმავდეს ე.წ. ცრუ დროშის ოპერაციას, რათა ამ ტიპის თავდასხმისთვის შესაბამისი პირობები მოამზადოს.