ჯენ ფსაკი - პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის
ჯენ ფსაკი - პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის

პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურების ფაქტობრივად იარაღად გარდაქმნა ნავარაუდევი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენ ევროპასთან კავშირზე ვართ. მათ შორის გასული 24 საათის განმავლობაში პოლონეთისა და ბულგარეთის ლიდერებთან. ჩვენ უკვე გარკვეული დროა, თვეებია, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია განვახორციელოთ“,- განაცხადა ფსაკიმ.