ჯენ ფსაკი - აშშ-ის დახმარებით, უკრაინამ უფრო დიდხანს შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე ამას რუსეთის ხელისუფლებაში ფიქრობდნენ
ჯენ ფსაკი - აშშ-ის დახმარებით, უკრაინამ უფრო დიდხანს შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე ამას რუსეთის ხელისუფლებაში ფიქრობდნენ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის დახმარებით უკრაინამ უფრო დიდხანს შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე ამას რუსეთის ხელისუფლებაში ფიქრობდნენ.

აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა უკრაინას აღმოუჩინა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება, რამაც მათ საშუალება მისცა, რუსეთისთვის წინააღმდეგობა უფრო დიდხანს გაეწიათ, ვიდრე ამას მოსკოვში ელოდებოდნენ.

ასევე, თეთრი სახლის პრესმდივანს უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულის შესახებაც დაუსვეს კითხვა.

„რაც შეეხება ფინალს – ეს კითხვა ნამდვილად პრეზიდენტ პუტინისთვის არის. ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მისი ეკონომიკა. მან თვითონ უნდა განსაზღვროს, როგორ გამოიყურება მისთვის სამომავლო გზა“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.