ჯეიმს მეტისმა დონალდ ტრამპის ახალ მრჩეველს ხუმრობით „ეშმაკის განსახიერება“ უწოდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ახალ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ხუმრობით „ეშმაკის განსახიერება“ უწოდა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
„მსმენია, რომ შენ სინამდვილეში შაკის განსახიერება ხარ, ამიტომ მინდოდა შენთან შეხვედრა“, – იხუმრა ჟურნალისტების თანდასწრებით მეტისმა ბოლტონთან შეხვედრისას.
ჯონ ბოლტონი მოვალეობის შესრულებას 9 აპრილიდან შეუდგება. დონალდ ტრამპის მრჩევლის თანამდებობაზე მან მაკმასტერი შეცვალა.
ჯონ ბოლტონი გაერო-ში ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის დროს აშშ-ის ელჩი იყო და ცნობილია ხისტი შეხედულებებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობები.