ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი 2019 წლის დასაწყისში ვაშინგტონში მიიწვია
ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი 2019 წლის დასაწყისში ვაშინგტონში მიიწვია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი 2019 წლის დასაწყისში ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ ბოლტონმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ბოლტონის თქმით, მან ტრამპის მოწვევა პუტინს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს გადასცა.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობებში პროგრესი მაშინ მიიღწევა, როდესაც ორივე მხარე უშუალოდ აცხადებს, თუ რაში მდგომარეობს მათი ეროვნული ინტერესები. ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ ვერ ვთანხმდებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა“, -აღნიშნა ბოლტონმა.
შეგახსენებთ, როგორც მოსკოვში ჯონ ბოლტონის ვიზიტისას გაირკვა, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა 11 ნოემბერს პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში იგეგმება.