ჯეიმს მეტისი – განვიხილავ რუს კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობას

20:01, 27.07.2018

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ჯეიმს მეტისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„განვიხილავ ჩემს რუს კოლეგებთან შეხვედრას, მაგრამ ჯერ ამის შესახებ დისკუსია არ ყოფილა“,- განაცხადა მეტისმა.

ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით 2015 წელს ესაუბრა.

 

მსგავსი