ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ჯეიმს მეტისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განვიხილავ ჩემს რუს კოლეგებთან შეხვედრას, მაგრამ ჯერ ამის შესახებ დისკუსია არ ყოფილა“,- განაცხადა მეტისმა.
ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ტელეფონით 2015 წელს ესაუბრა.