ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ჯეიმს აპატურაი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დახურულ შეხვედრას გამართავს.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე კომიტეტის წევრებთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში ნატო-ს საქართველოსთან თანამშრომლობაზე იმსჯელებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი პარლამენტის შემდეგ შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.