ჯეიმს აპატურაი - ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ცხადია, ადრე თუ გვიან საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, საქართველო ალიანსისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია
ჯეიმს აპატურაი - ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ცხადია, ადრე თუ გვიან საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, საქართველო ალიანსისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია

უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველო ნატო-სთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია და ადრე თუ გვიან, ალიანსის წევრი გახდება.

მისივე თქმით, ნატო-ს ფარგლებს გარეთ არცერთ ქვეყანაში არ არის ალიანსი ისეთი ძლიერი წარმომადგენლობით, როგორც საქართველოში.

„ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ცხადია, ადრე თუ გვიან საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს იყო მოკავშირეების პოზიცია. ფაქტია, საქართველო ნატო-სთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია და, ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს ფარგლებს გარეთ არცერთ ქვეყანაში არ არის ალიანსი ისეთი ძლიერი წარმომადგენლობით, როგორც საქართველოში. ძალიან აქტიური, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს საქართველოს წარმომადგენლობასთან და ვიზიტების დროსაც. ასე რომ, პოლიტიკურ დონეზე, პრაქტიკული თანამშრომლობის მხრივ, არ მგონია, უფრო ღრმა თანამშრომლობა იყოს ნატო-სა და სხვა ქვეყნებს შორის. ჩვენ ამას მეტად გავაღრმავებთ.

ასე რომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გამოწვევებისა და გამოსავლის მიმართულებით ალიანსს სურს მკაფიო რეფორმების განხორციელება. ეს რეფორმები იდენტიფიცირებული გვაქვს, რომლებზეც გვინდა წინსვლის დანახვა, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ, რომელიც ზოგიერთ არსებით რეფორმას უკან ხევს. ასე რომ, ვფიქრობ, განსაზღვრულია ძირითადი სფეროები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს, მაგრამ კიდევ ბევრია ერთად გასაკეთებელი. მათ შორის ის, რასაც უსაფრთხოების გარემო მოიცავს ენერგოუსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების ჩათვლით. მოწადინებული ვარ, დიდი ენერგია ჩავდო ამ მიზნის მისაღწევად, ისევე როგორც სამეცნიერო ინოვაციების კუთხით, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.