ჯეიკ სალივანი - G7-ის სამიტზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი არ განიხილება
G7-ის სამიტზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„არ ველოდები იმას, რა ინფორმაციაც გავრცელდა ექსპორტის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. აქცენტები სანქციების განხორციელებაზე და მათ თავიდან აცილებაზე გაკეთდება“, – აღნიშნა სალივანმა.
სალივანის თქმით, G7-ის წევრი ქვეყნები განიხილავენ რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას.
მედიის ცნობით, G7-ის ლიდერების ერთობლივი დეკლარაციის ზუსტი ფორმულირება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.