ჯეიკ სალივანი – G7-ის სამიტზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი არ განიხილება

09:32, 18.05.2023

G7-ის სამიტზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„არ ველოდები იმას, რა ინფორმაციაც გავრცელდა ექსპორტის სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. აქცენტები სანქციების განხორციელებაზე და მათ თავიდან აცილებაზე გაკეთდება“, – აღნიშნა სალივანმა.

სალივანის თქმით, G7-ის წევრი ქვეყნები განიხილავენ რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას.

მედიის ცნობით, G7-ის ლიდერების ერთობლივი დეკლარაციის ზუსტი ფორმულირება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

მსგავსი