ჯასტინ ტრუდოს ბაჰამის კუნძულებზე დასვენების გამო ეთიკის ნორმების დარღვევას ედავებიან
ჯასტინ ტრუდოს ბაჰამის კუნძულებზე დასვენების გამო ეთიკის ნორმების დარღვევას ედავებიან

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ბაჰამის კუნძულებზე დასვენების გამო ეთიკის ნორმების დარღვევას ედავებიან.

ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკის საკითხებში კომისარ მერი დოუსონის განცხადებით, ტრუდომ დასვენების დღეები მუსლიმ პრინც აღა-ხანთან გაატარა, რაც დაუშვებელი იყო.

„მაშინ როცა ჯასტინ ტრუდო 2016 წლის მარტსა და დეკემბერში აღა-ხანს მის კუთვნილ კუნძულზე სტუმრობდა, ამავდროულად საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა პრინცთან, აღა ხანის ფონდი კი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინტერესებს ლობირებდა. შესაბამისად, დასასვენებლად ბაჰამის კუნძულებზე წასვლა და აღა ხანის მიპატიჟების მიღება ჯასტინ ტრუდოზე გავლენის მოხდენის საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს“, – ნათქვამია კომისრის განცხადებაში.

პასუხად კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციას სრული სერიოზულობით ეკიდება და მომავალში პირადი ხასიათის მოგზაურობების შესახებ წინასწარ გაივლის კონსულტაციებს.