ჯასტინ ტრუდო - ტრამპის გამარჯვება კანადისთვის ნიშნავს არაპროგნოზირებადობას 
ჯასტინ ტრუდო - ტრამპის გამარჯვება კანადისთვის ნიშნავს არაპროგნოზირებადობას 

ტრამპის გამარჯვება ნიშნავს არაპროგნოზირებადობას კანადისთვის, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

ტრუდოს თქმით, ამ თვეში გამოკითხულ კანადელთა დაახლოებით ორმა მესამედმა თქვა, რომ აშშ-ის დემოკრატია ვერ გადარჩება ტრამპის ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მოსვლის შემთხვევაში.

„ვფიქრობ, კანადის ნებისმიერი მთავრობისთვის ერთ-ერთი მართლაც მნიშვნელოვანი რამ არის, გააგრძელოს კონსტრუქციული მუშაობა, როგორიც არ უნდა იყოს ამერიკული ადმინისტრაცია. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გადავლახეთ გამოწვევები, რომლებიც გვქონდა ტრამპის ადმინისტრაციისგან შვიდი წლის წინ, ოთხი წლის განმავლობაში, სადაც ჩვენ გამოვხატეთ ის ფაქტი, რომ კანადა და აშშ საუკეთესოდ აკეთებენ ამას, როდესაც ამას ერთად ვაკეთებთ, როცა კარგად ვართ ინტეგრირებული. ეს იქნება ჩვენი მიდგომა. ცხადია, ბატონი ტრამპი არაპროგნოზირებადია, მაგრამ ჩვენ ერთად ვიქნებით და ვემზადებით ყველა შესაძლო შემთხვევისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრუდოს თქმით, რაც ყველაზე კარგად მუშაობდა და მუშაობს აშშ-ის ყველა პრეზიდენტთან, არის იმის დემონსტრირება, რომ რაც კარგია კანადისთვის, ასევე კარგია აშშ-ისთვის და პირიქით.

„რაც ყველაზე კარგად მუშაობდა და რაც მუშაობს აშშ-ის ყველა პრეზიდენტთან, არის იმის დემონსტრირება, რომ რაც კარგია კანადისთვის, ასევე კარგია აშშ-ისთვის და პირიქით. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაცია, რომ პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სფეროში, საბოლოოდ მომგებიანია ორივე მხარისთვის და ცხადია, სამი პრეზიდენტი, რომელთანაც მე შეხება მქონია, ყველას განსხვავებული პერსპექტივები და განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ, მაგრამ კანადის მიდგომა იგივეა. ის მხარს უჭერს კანადურ ღირებულებებს და კანადურ ინტერესებს, ეძებს მომგებიან სიტუაციებს და აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია და გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა შევქმნათ კეთილდღეობა მთელ კონტინენტზე“, – განაცხადა ტრუდომ.