ჯასტინ ტრუდო - სჯობს, ვთქვათ „ხალხობრიობა“, არ არის საჭირო კაცობრიობის თქმა
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე ქალს კითხვის დასმა შეაწყვეტინა, რომ მისთვის სიტყვა კაცობრიობა შეესწორებინა.
„სჯობს ვთქვათ „ხალხობრიობა“, არ არის საჭირო კაცობრიობის თქმა. ეს სიტყვა უფრო ინკლუზიურია“, – უთხრა ქალს ტრუდომ.
აპლოდისმენტებისა და ქალის მიერ ბოდიშის მოხდის შემდეგ კი ტრუდომ განაცხადა, რომ „ჩვენ ყველა ერთმანეთისგან ვსწავლობთ“.