ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ ტონი ფერგიუსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჯექსონვილის არენამ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიებას უმასპინძლა. UFC 249-ზე ორი სატიტულო ბრძოლა შედგა. მთავარი დაპირისპირება მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულისთვის ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეიჯის შორის ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
ჰერბ დინმა ბრძოლა მეხუთე რაუნდში გააჩერა და გეიჯიმ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ეკრანიდან ნათლად ჩანდა, რომ „ელ კუკუის“ სახის არეში სერიოზული დაზიანება ჰქონდა მიღებული. ბრძოლის დასრულების შემდეგ ფერგიუსონი საავამდყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია დანა ვაიტმა დაადასტურა.
„მე ვფიქრობ, რომ ტონი ფერგიუსონი დღეს თავის თავს არ ჰგავდა. ის ძალიან ნელი იყო,“ – განაცხადა ვაიტმა
ტონი ფერგიუსონი რვა წლის შემდეგ პირველ დამარცხდა. „ელ კუკუის“ ზედიზედ 12 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
„ეს ძალიან გრძელი მოსამზადებელი ეტაპი იყო. წონის კლებამ ამ ბრძოლაზე არანირი გავლენა არ მოახდინა. ჯასტინი ძალიან ძლიერი მეტოქეა. მე ხაბიბისთვის ვემზადებოდი და აქედან გამომდინარე დგომში ბევრი შეცდომა დავუშვი. რას ვიზამ, მარცხი სპორტის შემადგენელი ნაწილია. ვულოცავ კიდევ ერთხელ ჯასტინს ამ გამარჯვებას,“ – განაცხადა ტონიმ ბრძოლის დასრულების შემდეგ.