სტიპე მიოჩიჩისა და ფრენსის ნგანუს მეორე დაპირისპირება მარტისთვის იგეგმება (ვიდეო)

როგორც ჩანს, ფრენსის ნგანუს მორიგ სატიტულო ბრძოლამდე მხოლოდ რამოდენიმე თვე მოცდა მოუწევს. UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა TMZ-თან მიცემულ ინტერვიუში მომავალ გეგმებზე ისაუბრა და მძიმე წონით დივიზიონსაც შეეხო. პრომოუშენის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ორგანიზაცია სტიპე მიოჩიჩისა და ფრენსის ნგანუს მეორე ბრძოლის გამართვაზე მუშაობს. სავარაუდოდ ბრძოლა 2021 წლის მარტში შედგება.

„ბრძოლა დიდი ალბათობით მარტში გაიმართება. ჩვენ სწორედ ამ თარიღზე ვმუშაობთ. ვნახოთ რა გამოვა“, – აცხადებს ვაითი.

შეგახსენებთ, რომ სტიპე მიოჩიჩმა ცოტა ხნის წინ დენიელ კორმიე დაამარცხა და ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა.

წარმოშობით ხორვატმა მებრძოლმა ნგანუ 2018 წელს დამაჯერებლად დაამარცხა.

დატოვე კომენტარი