დანა ვაითი - შეგრძნება მაქვს, რომ ხაბიბი კიდევ ერთ ბრძოლას გამართავს
დანა ვაითი - შეგრძნება მაქვს, რომ ხაბიბი კიდევ ერთ ბრძოლას გამართავს

მიმდინარე კვირას UFC-ის პრეზიდენტ დანა ვაითს აქტიური საუბრები აქვს ხაბიბ ნურმაგომედოვთან. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ვაითმა და ხაბიბმა რამდენიმეჯერ ისაუბრეს.

CBS Sports Radio-ს ეთერში, გადაცემა The Zach Gelb Show-ში ვაითმა ნურმაგომედოვთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

„ის ძალიან ემოციური იყო გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ. ეს მისთვის ურთულესი მომენტი იყო. მაქვს შეგრძნება, რომ ხაბიბი კარიერის დასრულებას 30-0 რეკორდით შეეცდება“, – აღნიშნა ვაითმა.

ნურმაგომედოვმა გასულ შაბათს UFC 254-ზე ჩემპიონის ტიტული კარიერაში მესამედ დაიცვა და ჯასტინ გეიჯის დამარცხების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ხაბიბმა ჯონ ანიკთან ინტერვიუს დროს ცრემლები ვერ შეიკავა და განაცხადა, რომ კარიერის დასრულება დედის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა.

„მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის კარიერას ასრულებს. მამამისს სურდა, რომ ხაბიბის რეკორდი 30-0 ყოფილიყო და ვფიქრობ, მის სურვილს შეასრულებს“, – განაცხადა დანა ვაითმა.