ხაბიბ ნურმაგომედოვმა მებრძოლთა საერთო რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა

13:34, 28.10.2020

ხაბიბ ნურმაგომედოვს სურვილი აუსრულეს. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ინტერვიუში კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა და UFC-ის ხელმძღვანელებს მიმართა, რომ საერთო მებრძოლთა რეიტინგში ის პირველ ადგილზე დაეწინაურებინათ.

ნურმაგომედოვის სურვილი პრომოუშენმა რამდენიმე დღეში შეასრულა. დღეიდან P4P რეიტინგში პირველ პოზიციას ხაბიბი იკავებს. ჯონ ჯონსი კი ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა.

მსგავსი