ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდაზე დაკრძალეს
ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდაზე დაკრძალეს

ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. პოეტი მთაწმინდაზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს.

ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ.

ჯანსუღ ჩარკვიანი მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს დილიდან პოეტის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 11:00 საათიდან მიმდინარეობდა.