ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, მთავრობა, ფართო ჩართულობით, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

ამ მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 14:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე მიიღებენ მონაწილეობას.

საუბარია კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.

დოკუმენტი ხელისუფლების ყველა შტოსა და საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების და კერძო სექტორის ფართო ჩართულობით შემუშავდება და მის აღსრულებაში ყველა შესაბამისი რგოლი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.