არჩილ თალაკვაძე - სპორტი ადამიანებს აერთიანებს და დარწმუნებული ვარ, აფხაზ და ოს ძმებთან ხიდების აღდგენით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შევძლებთ
არჩილ თალაკვაძე - სპორტი ადამიანებს აერთიანებს და დარწმუნებული ვარ, აფხაზ და ოს ძმებთან ხიდების აღდგენით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შევძლებთ

სპორტი ადამიანებს აერთიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყნის განვითარების გზით, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ხიდების აღდგენით შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტისა და სამაჩაბლოს საფეხბურთო გუნდებს შორის, „ჯანსაღი ცხოვრების წესის” კამპანიის ფარგლებში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა.